ირაკლი ქარსელაძე უნგრეთის ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა
8 დეკემბერი 2022
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისმინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემსაქართველოშიუნგრეთისსაგანგებოდასრულუფლებიანელჩთან, ანა მარია შიკოსთან სამუშაოშეხვედრაგამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მინისტრმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია, საგზაო, წყალმომარაგების, წყალარინების, არა სახიფათო ნარჩენების მართვის, საგანმანათლებლო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. მათ შორის, ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებულ პროგრამა „განალებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ურბანული განახლების პროექტებზე და 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის ახალ უმნიშვნელოვანეს პროგრამაზე.
ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით განხორციელების ადგილობრივ და საერთაშორისო მნიშვნელობაზე. ასევე, გააცნო ელჩს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული ქვეყნის განვითარების 10 წლიანი სტრატეგიით ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი განვითარებისთვის გათვალისწინებული ძირითადი მიმართულებები.
ანა მარია შიკომ დადებითად შეაფასა საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების პროგრესი და თავის მხრივ, გაუზიარა მინისტრს უნგრეთის გამოცდილება.
შეხვედრის მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრების შეხვედრის საკითხებზე და ამ მიმართულებებით თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავებაზე.
მინისტრისა და ელჩის შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ უნგრეთის საელჩოს ატაშე ეკონომიკის საკითხებში,ტომაშ ჰეგედუშიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის აპარატის უფროსი, თამარ ახვლედიანი.